Logo

ტრამპი - მათ შორის იმდენად დიდი სიძულვილია, რომ შეთანხმების მიღწევა ძალიან რთულია, ვნახოთ, რა მოხდება

უკრაინა
202
Frontnews image description

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შორის არსებული სიძულვილი ხელს უშლის მას უკრაინაში ომის დასრულებაში. მისივე თქმით, მოლაპარაკებების დროს ორივე მხარე ყოველთვის უკან იხევდა.

„მე ვარ ის, რომელმაც რვა ომი დაასრულა. ფიქრობ, კიდევ ერთი გველის. ეს ყველაზე მარტივი იყო, მაგრამ პუტინსა და მის კოლეგას შორის სიძულვილია დიდი. შეიძლებოდა გეფიქრა, რომ მათ შორის რაიმე ურთიერთგაგება იქნებოდა, მაგრამ – არა. სინამდვილეში, მათ შორის იმდენად დიდი სიძულვილია, რომ შეთანხმების მიღწევა ძალიან რთულია, ვნახოთ, რა მოხდება. შეთანხმებასთან ახლოს ბევრჯერ ვიყავით, მაგრამ ერთ-ერთი მხარე ყოველთვის უკან იხევდა. მაგრამ იცით, სინამდვილეში, ჩვენ არ ვაგებთ. აგებენ ისინი. ეს ჩვენზე დიდ გავლენას არ ახდენს, რადგან ოკეანე გვყოფს. ამას ევროპის სასიკეთოდ ვაკეთებ, სიცოცხლის სასიკეთოდ ვაკეთებ, რადგან ისინი 25 000 ადამიანს კარგავენ. დაფიქრდით, ყოველთვიურად 25 000 ადამიანი. გასულ თვეში 31 000 ადამიანი დაიღუპა, ძირითადად – ჯარისკაცები“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები