ტრამპი - პუტინი ცეცხლს ეთამაშება


ავტორი
Front News საქართველო
ვლადიმერ პუტინს არ ესმის, მე რომ არა, რუსეთს უკვე ბევრი ცუდი რამ დაემართებოდა. ის ცეცხლს ეთამაშება, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„ვლადიმერ პუტინს არ ესმის, რომ მე რომ არა, რუსეთს უკვე ბევრი ცუდი რამ დაემართებოდა, მე ვგულისხმობ, ძალიან ცუდი რამ. ის ცეცხლს ეთამაშება“, – წერს დონალდ ტრამპი.
ბოლო რამდენიმე ღამის განმავლობაში რუსეთი მასიურად ესხმოდა თავს უკრაინის ტერიტორიას სხვადასხვა იარაღით. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავდაპირველად კომენტარი არ გააკეთა რუსეთის დარტყმებზე, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ პუტინი გაგიჟდა.
უკრაინაზე ბოლო მასშტაბური თავდასხმების კომენტირებისას, ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ნამდვილად განიხილავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობას.
თავის მხრივ, კრემლმა განაცხადა, რომ ტრამპის განცხადება ამერიკის პრეზიდენტის ემოციურმა გადატვირთვამ გამოიწვია.
თაგები:
დონალდ ტრამპი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა