ტრამპი - პუტინს ეშინია არა ევროპის, არამედ შეერთებული შტატების ჩემი ხელმძღვანელობით

ავტორი
Front News საქართველო
ამერიკის ლიდერი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინს არ ეშინია ევროპის, მაგრამ მას ეშინია შეერთებული შტატების - მისი ხელმძღვანელობით.
რეპორტიორებმა ჰკითხეს ტრამპს, მისი აზრით, რა უნდა გააკეთოს ევროპას უკრაინასთან დაკავშირებით, რაზეც მან უპასუხა:
"ევროპამ იმდენი გააკეთა უკრაინისთვის, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. ცხადია, მე ვიტყოდი, რომ პრეზიდენტ პუტინს ეშინია არა ევროპის, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების. ჩემი ხელმძღვანელობით. არ არსებობს ევროპის შიში", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპა "სხვა ადგილად იქცა" და მას "საკუთარი თავის ხელში აყვანა სჭირდება“.
ჟურნალისტებთან იმავე საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინთან ყოველთვის „ჩინებული ურთიერთობა“ ჰქონდა, მაგრამ მისგან იმედგაცრუებული იყო (ომის მოგვარების კონტექსტში). ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტრამპი პუტინის მიმართ იმედგაცრუებაზე საუბრობს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე უპასუხა კითხვას, ჩაატარებს თუ არა ვენესუელური სცენარის მსგავს სპეცოპერაციას რუსეთის ფედერაციაში პუტინის დასაკავებლად. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იმედოვნებს, ეს საჭირო არ იქნება.
Politico ადრე წერდა, რომ პუტინის სიჯიუტე მოლაპარაკებებში პერიოდულად აღიზიანებს დონალდ ტრამპს და ართულებს დიპლომატიურ ძალისხმევას უკრაინაში ომის დასასრულებლად.
თაგები:
დონალდ ტრამპი




