Logo

ტრამპი - პუტინთან და ზელენსკისთან უკრაინაში ომის დასრულებაზე საუბარს ვაგრძელებ

უკრაინა
115
Frontnews image description

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ომის დასრულების შესახებ რეგულარულ მოლაპარაკებებს აგრძელებს კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

ტრამპს ჰკითხეს, ესაუბრა თუ არა ბოლო დროს პუტინს და რა ეტაპზე იყო მოლაპარაკებები.

საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი რაღაცის მიღწევას ცდილობდა, მაგრამ ბრძოლა გრძელდება.

მისი თქმით, პუტინსა და ზელენსკის შორის სიძულვილი სიგიჟეა.

"პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის არსებული სიძულვილი სიგიჟეა. სიძულვილი ცუდი რამ არის, როდესაც რაღაცის მოგვარებას ცდილობ, მაგრამ ეს ხდება“, - განაცხადა ტრამპმა.

დამაზუსტებელ კითხვაზე თუ როდის ესაუბრა ბოლოს პუტინს, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხშირად აქვს კონტაქტი ორივე პრეზიდენტთან.

"არ მინდა ამის გამხელა, მაგრამ მე ვესაუბრები მას [პუტინს] და ასევე ვესაუბრები პრეზიდენტ ზელენსკის... ჩვენ ვმუშაობთ რუსეთთან და უკრაინასთან არსებულ სიტუაციაზე. იმედი მაქვს, რომ შედეგებს მივაღწევთ“, - განაცხადა ტრამპმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები