ტრამპი პუტინთან უახლოეს მომავალში შეხვედრას არ გეგმავს


ავტორი
Front News საქართველო
ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე მოსკოვის უარის გამო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა უახლოეს მომავალში აღარ იგეგმება, - ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის შესახებ მოლაპარაკებები ეჭვქვეშ სწორედ რუსეთის პოზიციამ დააყენა.
"ვფიქრობ, რუსებს ზედმეტად ბევრი სურდათ და ამერიკელებისთვის აშკარა გახდა, რომ ტრამპი ბუდაპეშტში ვერანაირ შეთანხმებას ვერ მიაღწევდა“, – განუცხადა წყარომ "როიტერს“.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გამართულ სატელეფონო საუბრამდე, დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ რუს კოლეგას მალე შეხვდებოდა. ასევე ამბობდა იმასაც, რომ პუტინი დათმობებზე წასვლას არ აპირებდა.
თაგები:
დონალდ ტრამპი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა