Logo

ტრამპი - რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

უკრაინა
4 საათის წინ / 22:18
177
Frontnews image description

რუსეთმა და უკრაინამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების შესახებ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ში წერს.

ტრამპის თქმით, მისი საუბარი ვლადიმერ პუტინთან "ძალიან კარგად" წარიმართა.

"რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ომის დასრულების შესახებ. ამის პირობებზე მოლაპარაკება ორ მხარეს შორის უნდა წარიმართოს, რადგან მხოლოდ მათ იციან მოლაპარაკების ისეთი დეტალები, რაც სხვებისთვის უცნობია.

პუტინთან საუბრის ტონი და სულისკვეთება შესანიშნავი იყო. ასე რომ არ ყოფილიყო, ახლავე ვიტყოდი ამას და არა მოგვიანებით. როდესაც ეს კატასტროფული „სისხლის ღვრა“ დასრულდება, რუსეთს სურს ამერიკის შეერთებულ შტატებთან მასშტაბური ვაჭრობა და მე ვეთანხმები ამას. რუსეთს აქვს უზარმაზარი შესაძლებლობა, შექმნას ბევრი სამუშაო ადგილი და სიმდიდრე. მისი პოტენციალი შეუზღუდავია. ასევე, უკრაინა შეიძლება, გახდეს ვაჭრობის დიდი ბენეფიციარი ქვეყნის აღდგენის პროცესში.

რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება. მე უკვე ვაცნობე ეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის, გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს და ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბს, პუტინთან საუბრის შემდეგ გამართული ჩემი ზარის დროს. ვატიკანმა განაცხადა, რომ ძალიან დაინტერესებულია მოლაპარაკებების მასპინძლობით. დაე, დაიწყოს პროცესი!​​​​​​​​​​​​​​​“, – წერს დონალდ ტრამპი.

ტრამპთან საუბრის შემდეგ განცხადება გააკეთა პუტინმაც. მისი თქმით, რომ რუსეთის ფედერაცია მზადაა უკრაინულ მხარესთან ითანამშრომლოს სამომავლო სამშვიდობო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მემორანდუმზე.

Advertisement