ტრამპი უკრაინას "ძალიან კარგ უსაფრთხოების გარანტიებს" ჰპირდება


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მოკავშირეები უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს შესთავაზებენ. ის უკრაინას "ძალიან კარგ დაცვას“ დაჰპირდა.
როგორც მან თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრისას აღნიშნა, მხარეებს ჯერ არ განუხილავთ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხი.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე გაიმეორა, რომ ვლადიმერ პუტინს არ სურს უკრაინის ნატოში მიღება.
როგორც მან აღნიშნა, არ იცის, იქნება თუ არა ეს დღეს თეთრ სახლში განხილვის თემა.
"მაგრამ ჩვენ მათ ძალიან კარგ უსაფრთხოების გარანტიებს, ძალიან კარგ დაცვას მივცემთ“, - აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა: "ახლა სხვა ოთახში გველოდებიან ადამიანები. ისინი ყველა ევროპიდან არიან - ევროპაში ყველაზე გავლენიანი ადამიანები - და მათ სურთ დაცვის უზრუნველყოფა. ისინი ძალიან შეშფოთებულები არიან ამ საკითხით და ჩვენ მათ ამაში დავეხმარებით“.
თაგები:
დონალდ ტრამპი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს