ტრამპი - ვაშინგტონში თუ ვინმე ვინმეს მოკლავს, ჩვენ სიკვდილით დასჯას მოვითხოვთ


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვაშინგტონში მკვლელობის საქმეებში დამნაშავეების მიმართ სიკვდილით დასჯის დაწესებას უჭერს მხარს.
როგორც ტრამპი აღნიშნავს, არჩევანი არ აქვთ და აშშ-ის დედაქალაქში ჩადენილ მკვლელობის დანაშაულებზე სიკვდილით დასჯას მოითხოვენ.
"აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში თუ ვინმე ვინმეს მოკლავს, ჩვენ სიკვდილით დასჯას მოვითხოვთ. ეს ძალიან ძლიერი პრევენციული ღონისძიებაა და ყველა, ვინც ეს მოისმინა, ამას ეთანხმება. არ ვიცი, მზად ვართ თუ არა ამისთვის ამ ქვეყანაში, მაგრამ გვექნება თუ არა ეს? – ჩვენ არჩევანი არ გვაქვს. ასე რომ, შტატებს მოუწევთ საკუთარი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ თუ ვინმე ვინმეს მოკლავს, ამისთვის სიკვდილით დასჯა იქნება“, – აცხადებს ტრამპი.
თაგები:
დონალდ ტრამპი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს