ტრამპის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

ავტორი
Front News საქართველო
Reuters/Ipsos-ის ახალი გამოკითხვის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რეიტინგი მისი ამჟამინდელი ვადის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.
ოთხდღიანი გამოკითხვის შედეგების მიხედვით, თეთრ სახლში ტრამპის მუშაობას დადებითად აფასებს ამერიკელების 34%, რაც 2%-ით ნაკლებია Reuters/Ipsos-ის მიერ 15-დან 20 აპრილამდე ჩატარებულ კვლევასთან შედარებით.
Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების მხოლოდ 34% უჭერს მხარს აშშ-სა და ირანს შორის კონფლიქტს, რაც აპრილის შუა რიცხვებში 36%-ს, მარტის შუა რიცხვებში კი, 38%-ს შეადგენდა.
Reuters/Ipsos-მა გამოკითხვა, როგორც ფიზიკურად, ასევე სატელეფონო ზარების მეშვეობით ჩაატარა. სულ გამოიკითხა 1 269 ზრდასრული ამერიკელი. ცდომილების ზღვარი დაახლოებით 3%-ს შეადგენს.





