ტრამპმა დავოსში ზელენსკისთან შეხვედრა დააანონსა

ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს.
ტრამპმა ეს განცხადება დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
"მე პრეზიდენტ ზელენსკისთან ვმუშაობ. ჩვენ დღეს მას შევხვდებით. მასაც სურს ამ ომის დასრულება. ამ ომის შეჩერებით, მე ევროპას ვეხმარები“, - განაცხადა ტრამპმა.
აღსანიშნავია, რომ ზელენსკიმ ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ დავოსის ფორუმს არ დაესწრებოდა. ეს განცხადებები რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე ბოლო თავდასხმის შემდეგ გაკეთდა.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




