Logo

ტრამპმა წელს რუსეთში ვიზიტი არ გამორიცხა

უკრაინა
222
Frontnews image description

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წელს რუსეთში ვიზიტის შესაძლებლობაზე კომენტარი გააკეთა.

აშშ-ის პრეზიდენტს რუსული "ტასის" წარმომადგენელმა ჰკითხა, შესაძლოა, თუ არა, რომ წელს რუსეთში ჩავიდეს.

"მე ყველაფერს გავაკეთებ, რაც საჭიროა. ეს ომი - მე რვა ომი მოვაგვარე, დასასრულს უახლოვდება. გჯერათ თუ არა, ის ახლოვდება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ საბოლოოდ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმებას მივაღწევთ“, - უპასუხა ტრამპმა.

ვლადიმერ პუტინმა ადრე სატელეფონო საუბრების დროს აშშ-ის პრეზიდენტი მოსკოვში მოიწვია.

11 მაისს კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ტრამპისთვის მოწვევები ძალაში რჩება და პუტინი "ყოველთვის სიამოვნებით შეხვდება თავის ამერიკელ კოლეგას მოსკოვში“. მისივე თქმით, პუტინი ტრამპს მოსკოვში ყოველი სატელეფონო საუბრის დროს იწვევს.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები