ტრამპს სურს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების საკითხში ერდოღანი ჩაერთოს
უკრაინა
4 დღის წინ / 22:13


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სურს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულებაში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჩაერთოს.
"თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ ერდოღანთან ძალიან კარგი და პროდუქტიული სატელეფონო საუბარი მქონდა სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომზე, სირიასთან, ღაზასთან დაკავშირებულ საკითხებზე და სხვა საკითხებზე. პრეზიდენტმა მიმიწვია თურქეთში და ის ასევე ჩამოვა ვაშინგტონში. პრეზიდენტობის ოთხი წლის განმავლობაში ჩემი ურთიერთობა ერდოღანთან შესანიშნავი იყო. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით ბევრ საკითხზე.
მოუთმენლად ველი პრეზიდენტ ერდოღანთან თანამშრომლობას რუსეთსა და უკრაინას შორის აბსურდული, მაგრამ სასიკვდილო ომის დასასრულებლად – ახლავე“, – წერს დონალდ ტრამპი.
თაგები:
დონალდ ტრამპი