ტრაპიზონში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი მოკლეს
სამართალი
1469

ავტორი
Front News საქართველო
ტრაპიზონში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, 64 წლის რევაზ ლორთქიფანიძე, იგივე “რეზო თბილისკი” მოკლეს.
მას 14 იანვარს ავტომობილიდან ესროლეს, რის შედეგადაც ლორთქიფანიძე მძიმედ დაიჭრა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.
პოლიციამ მომხდარზე 4 პირი დააკავა. წინასწარი მონაცემებით, ისინი თურქეთში ბულგარეთიდან შევიდნენ.





