ტრისტან წითელაშვილი – ისაა მკვლელი, რომელიც საქართველოს უფსკრულისკენ მიაქანებდა, ეზიზღება ადამიანები და სისხლი სწყურია

ავტორი
Front News საქართველო
“მიხეილ სააკაშვილი არ არის პოლიტპატიმარი, ისაა მკვლელი, რომელმაც საქართველო სისხლში აცურავა. დღეს გამოდიან მისი მხარდამჭერები და რაღაც გაურკვეველ განცხადებებს აკეთებენ, თითქოს, მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია“, – განაცხადა ტრისტან წითელაშვილმა რუსთავში, სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან აქციაზე.
მისი თქმით, მსჯავრდებული სააკაშვილისთვის პოლიტპატიმრის იარლიყის მიკუთვნება იმ ადამიანების შეურაცხყოფაა, ვინც, მისი რეჟიმის დროს, პოლიტპატიმრები იყვნენ და ყველა იმ ოჯახის, რომელთაც მისი რეჟიმი გამოსცადეს.
“ისაა მკვლელი, რომელიც საქართველოს უფსკრულისკენ მიაქანებდა. მას ეზიზღება ადამიანები და სისხლი სწყურია. ეს ადამიანი ავადმყოფია, რომელსაც ციხე კი არა, ფსიქიატრიული საავადმყოფო სჭირდება, სადაც მთელი ცხოვრება უნდა მკურნალობდეს. საქართველო არ იკმარა და უკრაინაში ჩავიდა, იქაც დაღვარა სისხლი. დღეს სურს, თავისი პატიმრობით თვითრეაბილიტაცია და საქართველოს როგორც მხსნელი, ისე მოევლინოს. მიხეილ სააკაშვილო, შენ ციხიდან ვერ გამოხვალ და თუ გამოხვალ, იმას მიიღებ, რაც ჩვენგან გეკადრება“, – განაცხადა ტრისტან წითელაშვილმა.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


