Logo

ტრჟასკოვსკი თუ ნავროცკი? ვინ გახდება პოლონეთის პრეზიდენტი

მსოფლიო
1 დღის წინ / 13:03
334
Frontnews image description

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

პრეზიდენტის პოსტისთვის ორი კანდიდატი იბრძვის. პირველი მემარცხენე-ლიბერალური ბანაკის წარმომადგენელი, ვარშავის მერი რაფალ ტრჟასკოვსკია. ის პარტია "სამოქალაქო პლატფორმის“ წევრია, რომლის ლიდერი დონალდ ტუსკი ამჟამად პრემიერ-მინისტრია.

მეორე კანდიდატი ნაციონალისტი ისტორიკოსი კაროლ ნავროცკია. ფორმალურად, ის დამოუკიდებელი კანდიდატია, მაგრამ ოპოზიციური პარტიის "კანონი და სამართლიანობის" მხარდაჭერით სარგებლობს, რომელიც 2023 წელს ხელისუფლების დაკარგვის შემდეგ არჩევნებში პოლიტიკურ რევანშს იმედოვნებს.

პირველი ტურის შედეგებით, რაფალ ტრჟასკოვსკი ხმების 30.8%-ით პირველ ადგილზე გავიდა, კაროლ ნავროცკი - 29.1%-ით მეორეზე.

პოლონეთის პრეზიდენტი ის კანდიდატი გახდება, რომელიც არჩევნების მეორე ტურში მეტ ხმას დააგროვებს.

პოლონეთის პრეზიდენტს სიმბოლური ფუნქცია აქვს, თუმცა მას შეუძლია დაადოს ვეტო მთავრობის ინიციატივებს. დონალდ ტუსკის კოალიციას პარლამენტში საკმარისი ხმები არ აქვს პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად.

18 მაისს პირველ ტურში მონაწილე 13 კანდიდატიდან ვერც ერთმა 50%-ზე მეტი ვერ მოიპოვა.

თაგები:

პოლონეთი
Advertisement