Logo

“წადით ამ სოფლიდან, თორემ თავებს წაგაჭრით”

საზოგადოება
1282
Frontnews image description

"მთავარი არხის" ჟურნალისტებისა და ივერი მელაშვილის შემდეგ, სოფელ უდაბნოში "ფორმულას“ გადამღებ ჯგუფსაც აგრესიით დახვდნენ. 

ერთ-ერთი ადგილობრივი "ფორმულას" წარმომადგენლებს დაემუქრა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკურად დაპირისპირებაც სცადა, თუმცა ამის საშუალება მისმა შვილმა არ მისცა.

"წადით აქედან სანამ კარგად ხართ, სოფელში არ გამოჩნდეთ! იმ მოღალატეს [ივერი მელაშვილს] თუ დასდევთ, დავით გარეჯზე ვინც ის თქვა… იმის… არაფრის გარკვევა არ გვინდა ჩვენ. თქვენი ტელევიზიებია ის "ფორმულა" და ისინი, აჭრელებული რომ გაქვთ… წადით ამ სოფლიდან, თორემ თავებს წაგაჭრით" – მიმართა ადგილობრივმა "ფორმულას" გადამღებ ჯგუფს.

სოფელ უდაბნოში "ფორმულას" ჟურნალისტი გუშინ მომხდარზე გასაუბრების მიზნით, საგარეჯოს მერის წარმომადგენლის ალექსანდრე იოსელიანის მისამართის გაგებას ცდილობდა. 

დავით გარეჯში ივერი მელაშვილს და "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს თავს გუშინ, 4 მაისს დაესხნენ. ისინი გადაცემა 'შაბათის მთავარისთვის" სიუჟეტს ამზადებდნენ.

თაგები:

Advertisement