
ავტორი
Front News საქართველო
პარტია „საქართველოსთვის“ ცაგერის მერობის კანდიდატი ბესარიონ ბენდელიანი კონკურენტ კანდიდატს „ქართული ოცნებიდან“ გიორგი ნემსაძეს დებატებში იწვევს.
ბესარიონ ბენდელიანის თქმით, ლეჩხუმელი ამომრჩეველი იმსახურებს იყოს ინფორმირებული კანდიდატების ხედვებზე და გადაწყვეტილება მიიღოს არა დაშინების და ზეწოლის გზით, რისი ფაქტებიც მრავლადაა ცაგერში, არამედ შინაარსობრივი დებატების ფორმატში შეარჩიოს კანდიდატი.
“მინდა ჩემს კონკურენტს „ქართული ოცნებიდან“, მეორე ტურის წინ მივმართო და გამოვიწვიო დებატებში . ლეჩხუმელი ამომრჩეველი იმსახურებს იყოს ინფორმირებული კანდიდატების ხედვებზე და გადაწყვეტილება მიიღოს არა დაშინების, ღირსების შელახვის, სამსახურიდან გაშვების შიშით და ტყუილი დაპირებებით, არამედ შინაარსობრივი დებატების ფორმატში აირჩიონ სასურველი კანდიდატი.
ნებისმიერი ტელევიზიის ეთერში, მათ შორის სამთავრობო მედიაში მზად ვარ მივიღო მონაწილეობა დებატებში არა მხოლოდ მერობის კანდიდატთან, არამედ ცაგერის მოქმედ მერთან, გუბერნატორთან და მაჟორიტარ დეპუტატთან, რადგან დღეს კონკურენცია არის არა კანდიდატებს შორის, არამედ ჩემსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ბოსებსა და სისტემას შორის. იმედი მაქვს ისინი პატივს სცემენ საკუთარ ამომრჩევლებს და მიიღებენ ჩემს გამოწვევას“ – აცხადებს ბესარიონ ბენდელიანი.
თაგები:
ცაგერი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს