Logo

ცაგერში ზვავის ჩამოწოლის დროს ავტომობილში მყოფი მამაკაცი გარდაიცვალა

შემთხვევა
960
Frontnews image description

მამაკაცი, რომელიც ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების, ქულბაქისა და ჩქუმის დამაკავშირებელ გზაზე ზვავის ჩამოწოლის დროს ავტომობილში იმყოფებოდა, გარდაიცვალა, – ამის შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ალუდა თუთისანმა განაცხადა.

 

ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დაახლოებით 20 საათია, მიმდინარეობს. 

 

არსებობს მეწყერის გააქტიურების საფრთხე, რის გამოც, მაშველებს სიფრთხილით უწევთ მუშაობა. პარალელურად, ჩაკეტილია ჩქუმი-ქულბაქის საავტომობილო გზა. 

 

ჩქუმისა და ქულბაქის სოფლების 200-მდე მკვიდრი გარე სამყაროს მოწყვეტილია. 

 

ქულბაქისა და ჩქუმის დამაკავშირებელ გზაზე ზვავი წუხელ ჩამოწვა და ავტომობილი მოიყოლა, რომელშიც 45 წლამდე მამაკაცი იმყოფებოდა.

თაგები:

ცაგერი
Advertisement