წალენჯიხაში ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახადა

ავტორი
Front News საქართველო
წალენჯიხაში ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახადა და ხეები მოგლიჯა, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძებიც.
სტიქიის სედეგად კერძო სახლები და საცხოვრებელი კორპუსის სახურავი დაზიანდა ჭალეს ადმინისტრაციულ ერთეულში, ხოლო ჯვარში დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა, ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია.
წალენჯიხის მერის წარმომადგენლების ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან ხორციელდება.
ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
თაგები:
წალენჯიხა




