Logo

წალენჯიხის მერმა 7 წლის ანდრია სარიას ჭადრაკში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონატში მოპოვებული გამარჯვება მიულოცა

რეგიონები
67
Frontnews image description

ჭადრაკში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონატზე, 8 წლამდე ჭაბუკთა შორის, 7 წლის ანდრია სარიამ საპატიო II ადგილი დაიკავა და საქართველოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. წალენჯიხის მერმა გუბა საჯაიამ ნორჩ მოჭადრაკეს მოპოვებული გამარჯვება მიულოცა.

დღესვე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჟორა მზარელუას სახელობის საჭადრაკო სკოლას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გერმანე სალია სტუმრობდა, რომელმაც ჭადრაკის სახლში საჭადრაკო რობოტის პრეზენტაცია გამართა. პროექტის მიზანი რეგიონებში ინოვაციური მეთოდების დანერგვაა.

შეხვედრაზე წალენჯიხის მერთან ერთად, მერის მოადგილე გიორგი კვარაცხელია და ა(ა)იპ წალენჯიხის  სასპორტო ცენტრის დირექტორი ლუსო კვარაცხელია იმყოფებოდნენ.

თაგები:

წალენჯიხა
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები