Logo

“ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა დაძაბულობას გაზრდის”

საზოგადოება
444
Frontnews image description

"გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას აფასებს, სადაც სააკაშვილი ადგილობრივი არჩევნების წინ საქართველოში ჩამოსვლაზე საუბრობს. 

ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ სააკაშვილს მსგავსი განცხადება არაერთხელ აქვს გაკეთებული და რამდენად შეასრულებს ამჯერად დაპირებას, ამაზე საუბარი უჭირს.

"აქ ისეთივე განცდა მაქვს, ალბათ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობას, ვინც პოლიტიკას ადევნებს თვალყურს, იმიტომ რომ ასეთი დაპირება ჩამოსვლასთან დაკავშირებით, სააკაშვილისგან მოვისმინეთ არაერთხელ, არაერთი არჩევნების წინ. საბოლოო ჯამში დასრულდა იმით, რითაც დასრულდა. ახლა რამდენად შეასრულებს ამ დაპირებას, არ ვიცი. ერთი, ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ დაძაბულობას გაზრდის ნებისმიერ შემთხვევაში", – განაცხადა ჯაფარიძემ. 

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების წინ ჩამოვა და რა რისკის ფასადაც არ უნდა დაუჯდეს, საქართველოში პროცესების უშუალო მონაწილე იქნება.

თაგები:

Advertisement