Logo

“წარმოდგენილია სხვადასხვა მოსაზრება, მაგრამ უნდა დავინახოთ, რომ პროგრესის მიღწევა შესაძლებელია”

საზოგადოება
1232
Frontnews image description

ჩვენ ვცდილობთ აქტიურად წარმოვაჩინოთ ჩვენი ჩართულობა, დიალოგის მაგიდასთან მოვიტანოთ სხვადასხვა ვარიანტები, გადავდგათ ნაბიჯები სწორი მიმართულებით და ვნახოთ გამოსავალი რთული ვითარებიდან, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. შეხვედრას ოპოზიცია და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა.

„უახლოესი კვირებისა და დღეების განმავლობაში აუცილებელია ყველა პოლიტიკური მხარე მუშაობდეს ამაზე, რათა გაჩნდეს შესაძლებლობა და დავინახოთ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში რა პროგრესი აქვს სახელმწიფოს“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.

ამასთან, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან არის სხვადასხვა მოსაზრებები.

"ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ შეიძლება პროგრესის მიღწევა. პოლიტიკური ვითარება საკმაოდ კომპლექსური და რთულია, საჭიროა საერთო ნიადაგის გამონახვა, პოლიტიკური ინოვაცია არის ის, რისი გამოყენებაც შეგვიძლია გამოსავლის მოსაძებნად“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

თაგები:

Advertisement