Logo

“წელს 300-მდე სოფლის ამბულატორია აღიჭურვება”

საზოგადოება
626
Frontnews image description

ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოფლის ამბულატორიების აღჭურვა დაფინანსდება, – განკარგულებას, რომლის საფუძველზეც სამედიცინო მოწყობილობების შესყიდვა განხორციელდება, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის, მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება.

„ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივით, წელს 300-მდე სოფლის ამბულატორია აღიჭურვება, რაც გააუმჯობესებს, როგორც სამედიცინო პერსონალის სამუშაო პირობებს, ისე – პირველადი ჯანდაცვის სერვისებს", – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. 

თაგები:

Advertisement