Logo

ცხვარიჭამიაში 20 წლის ახალგაზრდა მოკლეს

სამართალი
228
Frontnews image description

ცხვარიჭამიაში 20 წლის ახალგაზრდა მოკლეს. ახალგაზრდას ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

 

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები დაბადების დღეს აღნიშნავდნენ და დაპირისპირება შელაპარაკებას მოყვა. 

 

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

 

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

მკვლელობაში ბრალდებული ამ დრომდე დაკავებული არ არის.

თაგები:

მკვლელობა
Advertisement