Logo

ცხვარიჭამიაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საზოგადოება
579
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთიას პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ი.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული თავისუფლების  7-დან 15 წლამდე ვადით აღკვეთას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ, მიმდინარე წლის 3 თებერვალს, ი.ბ.-მ. მის ნაცნობს – 1978 წელს დაბადებულ ტ.ქ.-ს ცხვარიჭამიაში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას გულმკერდის არეში ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. ტ.ქ. მიყენებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა – ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

თაგები:

Advertisement