Logo

ცოტნე ანანიძე - აჭარის მთავრობის სხდომაზე მოვისმინეთ სწორი მიდგომები, როგორ უნდა განვითარდეს ტურიზმი ზემო აჭარაში

პოლიტიკა
46
Frontnews image description

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე, აჭარის მთავრობის სხდომაზე, ზემო აჭარაში სამთო ინფრასტრუქტურის და ტურიზმის განვითარების განხილვას სოციალურ ქსელში აფასებს.

როგორც ანანიძე წერს, სხდომაზე სწორი მიდგომები გაჟღერდა აღნიშნულ საკითხებთან მიმართებით.

მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის ერთობლივი გადაწყვეტილებით, გაიზარდა სოციალური ფონდი.

"დღეს, აჭარის მთავრობის სხდომაზე, მოვისმინეთ სწორი ფორმულა, მიდგომები - თუ როგორ უნდა განვითარდეს სამთო ინფრასტრუქტურა  და ტურიზმი ზემო აჭარაში. ამავდროულად, სულხან თამაზაშვილის და პრემიერ-მინისტრის ერთობლივი გადაწყვეტილებით, გაიზარდა სოციალური ფონდი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების საცხოვრისით უზრუნველყოფისთვის", - წერს ცოტნე ანანიძე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები