ცოტნე ანანიძე - არ ვიცით რა გაუტარეთ ერთმანეთს, მაგრამ ვიცით, რაც ჩაუტარეთ საქართველოს, რაც არ გაგიტარათ ხალხმა

ავტორი
Front News საქართველო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ნიკა მელიასთან დაკავშირებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება.
"არ ვიცით, რა გაუტარეთ ერთმანეთს, მაგრამ ვიცით, რაც ჩაუტარეთ საქართველოს. რაც არ გაგიტარათ ხალხმა“, - წერს ანანიძე.
"ნიკა მელიას ძალიან ბევრჯერ, ბევრი რამე გავუტარე, მათ შორის ჩემზე სრულიად გაუგებარი თავდასხმები წლების განმავლობაში. სულ მქონდა იმედი, რომ რამე დადგებოდა მისგან, ყველანაირად ვუჭერდი მხარს და ვაიგნორებდი სკეპტიკოსებს, რომლებიც მიმითითებდნენ მის განათლების არქონაზე და უიდეობაზე", - წერს სააკაშვილი.
თაგები:
ცოტნე ანანიძე




