Logo

ცოტნე ანანიძე - გეგმა არ აქვთ და პასუხისმგებლობას ხალხს აჩეჩებენ

პოლიტიკა
117
Frontnews image description

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც: "26 მაისს რუსთაველზე, ბევრნი უნდა ვიყოთ - გადავწყვიტოთ, რა გზით ვიბრუნებთ სამშობლოს, ერთად გადავწყვიტოთ და ერთად აღვასრულოთ!“

ანანიძის განცხადებით, ოპოზიციას გეგმა არ გააჩნია და  ცდილობს პასუხისმგებლობა ხალხს შეაჩეჩოს.

“გეგმა არ აქვთ და პასუხისმგებლობას ხალხს აჩეჩებენ. გზავნილი - “ერთად გადავწყვიტოთ", იმისთვის სჭირდებათ, რომ მომავალი პოლიტიკური ფიასკო რამდენიმე ასეულ მომხრეს გადააბრალონ”, - წერს ცოტნე ანანიძე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები