Logo

ცოტნე ანანიძე - პრემიერის ინიციატივა დაიცავს მომხმარებლებს არასამართლიანი ფასებისგან

პოლიტიკა
134
Frontnews image description

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე ფასების შემცირების შესახებ პრემიერ-მინისტრის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, მთავრობა აქტიურად იმუშავებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან, ფასების შემცირების მიზნით.

ანანიძის შეფასებით, აღნიშნული ინიციატივა მომხმარებლებს არასამართლიანი ფასებისგან დაიცავს.

"პრემიერის ინიციატივა დაიცავს მომხმარებლებს არასამართლიანი ფასებისგან და ამასთან, სოციალურ ეფექტს მოუტანს დაბალშემოსავლიან, მრავალშვილიან ოჯახებსა  და პენსიონერებს“, - წერს ანანიძე სოციალურ ქსელში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები