Logo

ცოტნე ანანიძე - პრემიერის მიდგომა აღსრულდა, ვინც აქციებზე კანონს არღვევს ან ძალას ბოროტად იყენებს, პასუხს აგებს

პოლიტიკა
48
Frontnews image description

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე პროკურატურის მიერ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს ლევან ხაბეიშვილის, ზვიად მაისაშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელის დაკავების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

"დაპირებული ობიექტურობა: სახელმწიფო არავის აფარებს ხელს! პრემიერის მიდგომა აღსრულდა, ვინც აქციებზე კანონს არღვევს ან ძალას ბოროტად იყენებს, პასუხს აგებს. ეს არის ინსტიტუციური სამართლიანობის სწორი გზა“, - წერს ცოტნე ანანიძე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები