ცოტნე ანანიძე - როცა ჩვენ ვახსენებთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას, რადიკალები ამას პრორუსულად გვთვლიან

ავტორი
Front News საქართველო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ "როცა თავად უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობენ, რადიკალები ამას პრორუსულად უთვლიან, ხოლო როცა იგივეს ამბობს ამერიკა, ევროპა ან ზელენსკი — ეს მათთვის სრულიად ნორმალურია“.
მისივე თქმით, ოპოზიციისთვის მთავარია ”ოცნების” წევრს არ დაეთანხმონ.
"როცა ჩვენ ვახსენებთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას (ადამიანების გადარჩენისთვის), რადიკალები ამას პრორუსულად გვთვლიან. ხოლო როცა იგივეს ამბობს ამერიკა, ევროპა ან ზელენსკი — ეს მათთვის სრულიად ნორმალურია. ეს თემაც ნათლად აჩვენებს: რაც არ უნდა თქვა, რადიკალები შინაარსში არ შედიან, არ იაზრებენ, არ კითხულობენ. მათთვის მთავარი არის,”ოცნების” წევრს არ დაეთანხმონ — თუნდაც დედამიწის სიმრგვალეზე“- წერს ანანიძე.
თაგები:
ცოტნე ანანიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


