ცოტნე ანანიძე - საქართველოს ხელისუფლებას რომ მსგავსი სპეცოპერაცია დაეგეგმა თქვენს წინააღმდეგ, არ დარჩებოდა ადგილი, სადაც ამაზე არ ისაუბრებდით

ავტორი
Front News საქართველო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას ეხმიანება.
“გვინდა, სააკაშვილი დაუბრუნდეს უკრაინას“ - აცხადებს პოდოლიაკი. საინტერესოა, მაშინ რატომ გამოუშვით აქეთ არაჟნების შეფუთვით და სახელმწიფო გადატრიალების იმედით?
საქართველოს ხელისუფლებას რომ მსგავსი სპეცოპერაცია დაეგეგმა თქვენს წინააღმდეგ, ალბათ დედამიწის ზურგზე არ დარჩებოდა ადგილი, სადაც ამ აგრესიულ ჩარევაზე არ ისაუბრებდით. საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღებაც საჭიროა”, - წერს ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.
თაგები:
ცოტნე ანანიძე




