
ავტორი
Front News საქართველო
ყოველთვის ვიყავი მეტი დიალოგის მომხრე და აქედან გამომდინარე, ძალიან ვგულშემატკივრობ ამ ფორმატს, - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა, რომელიც "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელ კონფერენციას დაესწრო.
როგორც მან აღნიშნა, ახალგაზრდული ორგანიზაცია, ახალგაზრდებთან დიალოგის გაგრძელებას აპირებს. ცოტნე ივანიშვილი ამ ფაქტს დადებითად აფასებს, ვინაიდან, მისი თქმით, საქართველოში დიალოგის და განსხვავებული აზრების გაცვლის ნაკლებობა არსებობდა, კონფერენციების ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრის ხარჯზე კი, ამ მიმართულებით პროგრესი შეინიშნება.
"დასკვნითი ღონისძიება იყო, მაგრამ ვესაუბრე ბორდის წარმომადგენლებს და არ ვიცი ზუსტად როგორი ფორმატით, მაგრამ აპირებენ, რომ ზოგადად დიალოგი განაგრძონ ახალგაზრდებთან. მე პირადად ძალიან მიხარია ეს ყველაფერი. ძალიან დიდი ნაკლებობა არსებობდა კომუნიკაციის, დიალოგის, განსხვავებულ აზრთა გაცვლის საქართველოში და ნელ-ნელა ამ მიმართულებით რომ მიდის მუშაობა და გარკვეული პროგრესიც უკვე არის ამ შეხვედრების ხარჯზე, ძალიან მიხარია. დიდი იმედი მაქვს, უახლოეს პერიოდში კარგად მოახერხებენ იმას, რომ ეს ფორმატი განაგრძონ, გააუმჯობესონ და კიდევ ბევრი სხვა მიმართულებითაც თუ წამოვა ინიციატივები, რომ მეტი დიალოგი დაინერგოს, ძალიან კარგი იქნება", - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.
თაგები:
ცოტნე ივანიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს