Logo

ცოტნე კობერიძე - არ მესმის, წლები ყველა გაერთიანებაზე საუბრობდეს და სინამდვილეში, არავის უნდოდეს

პოლიტიკა
143
Frontnews image description

ჩემი აზრით, ერთობა მართლა უნდათ ზურაბ ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს. ისინი ამაზე წლებია, საუბრობენ და იმის იქით, სინამდვილეში, მე არ მგონია, რომ ვინმეს ერთობა უნდოდეს, - ამის შესახებ Front News-თან ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ცოტნე კობერიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ჯერ ისაა გასარკვევი, "ქართული ოცნება" რა ველზე დამარცხდეს ან გაიმარჯვოს და ეს ოპოზიციის გადასაწყვეტია.

"ჯერ ისაა გასარკვევი, "ქართული ოცნება" რა ველზე დამარცხდეს ან გაიმარჯვოს. ოპოზიციაში არის პარტიები, სადაც ამბობენ, რომ არჩევნებზე არ გავლენ, ასევე, არც რევოლუციას არ აპირებენ და არ მოსწონს და რასთან მიმართებაში იქნება ეს გაერთიანება, არ ვიცი. არ ვიცი, სად არის ველი, სადაც "ოცნება" უნდა დამარცხდეს, ჯერ ამაზე გულწრფელად არ საუბრობს არავინ. ჩემი აზრით, მიზანი არის, რომ გაიწელოს პროცესი და ხალხს უთხრან, რომ ვლაგდებით და ვერთიანდებითო და ამ პოლიტიკური პროცესის გასაცოცხლებლად უფრო მგონია ეს.

ჩემი აზრით, ერთადერთი, ვისაც მართლა უნდა ერთობა, არის ზურაბ ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე. ისინი ამაზე წლებია, საუბრობენ და იმის იქით, სინამდვილეში, მე არ მგონია, რომ ვინმეს ერთობა უნდოდეს და წარმოუდგენელია ოპოზიციური ერთიანობა. სხვა მხრივ, ყველაზე ლოგიკური იქნება, რომ ის ხალხი, რომლებიც უკვე ნამყოფი არიან ერთ პარტიაში, დადგნენ ერთად, მაგრამ აქაც ვხედავთ, რომ ნიკა მელიამ თქვა, რომ ას კილომეტრზე არ მიუახლოვდება იმ პარტიას, სადაც მიხეილ სააკაშვილია. "ლელოზე" თქვეს - რუსულ სპეცოპერაციაზე გაყიდულები არიანო. მე არ მესმის, წლები ყველა გაერთიანებაზე საუბრობდეს და სინამდვილეში, არავის უნდოდეს. ყველას უნდა, რომ სხვას გადააბრალოს ერთობის ჩაშლა", - განაცხადა ცოტნე კობერიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები