Logo

წყალტუბოს ინკლუზიური ცენტრისა და სარეაბილიტაციო დღის ცენტრ "ჩვენი სახლის" აღსაზრდელებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს

რეგიონები
91
Frontnews image description

პარლამენტში სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის დელეგატმა გივი ჭიჭინაძემ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გია კვასტიანთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნესტორ აფხაძესთან ერთად, წყალტუბოს ინკლუზიური ცენტრისა და სარეაბილიტაციო დღის ცენტრ "ჩვენი სახლის" აღსაზრდელებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბავშვებს საჩუქრები გადასცეს.

პატარებს ახალი წელი მიულოცეს ასევე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა რიმა მარგიანმა და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ არჩილ ღიბრაძემ.

ინკლუზიურ ცენტრსა და დღის ცენტრში იმყოფებოდნენ მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენლები.

თაგები:

წყალტუბო
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები