Logo

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, ქალაქში მწვანე საფარის განახლება და რეკრეაციული ზონების მოწყობა გრძელდება

რეგიონები
118
Frontnews image description

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის გენადი ბალანჩივაძის ინიციატივით, ქალაქში მწვანე საფარის განახლება და რეკრეაციული ზონების მოწყობა გრძელდება.

გამწვანების აქციაში დღეს მონაწილეობა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა, პირველმა მოადგილემ კობა გურეშიძემ, მერის მოადგილემ გია კვასტიანმა და საკრებულოს კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჩანქსელიანმა მიიღეს.

ქალაქს ამ ეტაპზე მარადმწვანე ვერცხლისფერი კვიპაროსის ნერგები შეემატა. დაგეგმილია, ასევე, ნეკერჩხლების ხეივნის გაშენება.

მარადმწვანე მცენარეები გაზონებისა და ხეივნების მოწყობის მიზნით ირგვება.

გამწვანების სამუშაოებს ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრის წარმომადგენლები ასრულებენ.

თაგები:

წყალტუბო
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები