წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა მსოფლიო ჩემპიონს ჯაბა ტყეშელაშვილს მადლობის სიგელი გადასცა


ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ წარმატებულ სპორტსმენს, მსოფლიო ჩემპიონს ჯაბა ტყეშელაშვილს ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობისა და ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისთვის მადლობის სიგელი გადასცა.
შეხვედრას მერის მოადგილე გია კვასტიანი, ა(ა)იპ „სპორტული კლუბების გაერთიანების“ მმართველი ირაკლი კუჭავა და მწვრთნელი გურამ მამიაშვილი ესწრებოდნენ.
მსოფლიო ჩემპიონს ჯაბა ტყეშელაშვილს, ასევე, ფულადი ჯილდო გადაეცა.
ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი პერუში გაიმართა, სადაც 17 წლამდე ასაკის მოასპარეზეთა შორის ჯაბა ტყეშელაშვილმა ოქროს მედალი დაიმსახურა.
ჯაბა ტყეშელაშვილი არის საქართველოს ჩემპიონატის არაერთგზის გამარჯვებული და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ჭაბუკებს შორის.
თაგები:
წყალტუბო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს