Logo

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა "სათნოების სახლის" ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა

რეგიონები
231
Frontnews image description

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილთან, მერის მოადგილე გია კვასტიანთან და საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ შალვა კილაძესთან ერთად ა(ა)იპ „სათნოების სახლის“ ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

როგორც ა(ა)იპ "წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის“ ხელმძღვანელმა გიორგი ალიბეგაშვილმა აღნიშნა, საახალწლო ნობათი 240 სოციალურად დაუცველ პირს გადაეცა.

ბენეფიციარებმა ასევე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერადი ფულადი დახმარება მიიღეს.

თაგები:

წყალტუბო
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები