Logo

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს

რეგიონები
102
Frontnews image description

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში იწმინდებოდა ცენტრალური საავტომობილო და შიდა საუბნო გზები.

პროცესში ჩართულია 15 ერთეული ტექნიკა.

მიმდინარეობს ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები.

დიდთოვლობის შედეგად დაზიანდა სასმელი წყლისა და გაზსადენის ქსელის გარკვეული მონაკვეთები.

შესაბამისი სამსახურები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა უმოკლეს ვადებში აღმოიფხვრას არსებული შეფერხებები.

თაგები:

წყალტუბო
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები