წყალტუბოში ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ტურნირი წარმატებით დასრულდა


ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოში ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ტურნირი წარმატებით დასრულდა.
წყალტუბოს სპორტის სასახლემ ორი დღის განმავლობაში უმასპინძლა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გამართულ ტურნირს, რომელიც საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის კედირი ჯიმშელეიშვილისა და ნიჭიერი ახალგაზრდა მოჭიდავის დავით აფხაძის ხსოვნას მიეძღვნა.
ტურნირში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა 200-მდე ახალგაზრდა სპორტსმენმა მიიღო. შეჯიბრება 19 წონით კატეგორიაში ჩატარდა, ხოლო საპრიზო ადგილებზე გასული 80 მოჭიდავე მედლებითა და თასებით დაჯილდოვდა.
ტურნირის ორგანიზატორი იყო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური.
ტურნირს ხელმძღვანელობდნენ ა(ა)იპ წყალტუბოს სპორტული კლუბების გაერთიანების უფროსი ირაკლი კუჭავა და ბერძნულ-რომაული ჭიდაობის კლუბის დამსახურებული მწვრთნელი დემურ კირტავა.
ტურნირის გამარჯვებულები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გია კვასტიანმა, კედირი ჯიმშელეიშვილის შვილიშვილმა გოგიტა ჯიმშელეიშვილმა მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლებმა ლიკა გურგუსიანმა, ა(ა)იპ სპორტული კლუბების გაერთიანების უფროსმა ირაკლი კუჭავამ და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მწვრთნელებმა დააჯილდოვეს.
თაგები:
წყალტუბო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს