წყალტუბოში "ეკოინოვაციების აკადემიის“ დასკვნითი ღონისძიება წარმატებით ჩატარდა


ავტორი
Front News საქართველო
საერთაშორისო პროექტის „სმარტი და ინოვაციური გადაწყვეტილებები შავი ზღვის ქვეყნებში მწვანე და სუფთა სასოფლო თემებისთვის – Smart4Rural“ ფარგლებში, 2025 წლის 21-25 ივლისს, ქალაქ წყალტუბოში „ეკოინოვაციების აკადემიის“ მონაწილეებმა სხვადასხვა საინტერესო და კრეატიული აქტივობები განახორციელეს.
კერძოდ, ეკოინოვაციური იდეების იდეათონი, სადაც ახალგაზრდების მიერ მრავალი საინტერესო პროექტი იქნა წარმოდგენილი.
აღსანიშნავია, რომ საუკეთესო იდეები რეკომენდებული იქნა დანერგვისათვის.
ეკოინოვაციების აკადემიის დასკვნითი ღონისძიება მიეძღვნა მონაწილეთა ქვეყნების ისტორიისა და კულტურული ტრადიციების გაცნობა-გაზიარებას, რომელიც ხალისიანად წარიმართა.
"ეკოინოვაციების აკადემია“ მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში ინოვაციური აზროვნების და პრაქტიკული უნარების განვითარების ხელშეწყობას, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და სმარტიდეების მხარდაჭერას.
თაგები:
წყალტუბო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს