წყალტუბოში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა გრძელდება


ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა გრძელდება.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სულ მალე ახალი საცხოვრებელი სახლი მუნიციპალიტეტში მცხოვრებ კიდევ 7 უსახლკარო, სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახს გადაეცემა.
მშენებლობის პროცესს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე ადგილზე გაეცნენ.
სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებისა და გაძლიერების პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. გარდა საცხოვრებელი ფართისა ოჯახებს ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადაეცემათ.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარებისა და გაძლიერების მიზნით 2023- 2025 წლებში სულ 17 სახლი აშენდა.
თაგები:
წყალტუბო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს