წყალტუბოში "თამარობის" სახალხო დღესასწაული აღინიშნა


ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოში "თამარობის" სახალხო დღესასწაული აღინიშნა.
გეგუთის ციხე-დარბაზის ტერიტორიაზე მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა, სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა შექმნეს თემატური ნახატები, მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენლებმა სხვადასხვა სახის აქტივობები გამართეს, თამარ მეფის სახელობის სოფელ გეგუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და კულტურის ცენტრმა თეატრალიზებული კომპოზიცია "თამარს ვაქებდით მეფესა“ წარმოადგინეს. დღესასწაულის დასკვნით ნაწილში ჯგუფ „ურსას“ კონცერტი გაიმართა.
"სახალხო დღესასწაული "თამარობა” ჩვენი ტრადიციაა, გეგუთის ციხე-დარბაზის ტერიტორიაზე, ყოველი წლის 14 მაისს პატივს მივაგებთ ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილი მეფე თამარის ხსოვნას და კიდევ ერთხელ ვახსენებთ მომავალ თაობებს ჩვენი ქვეყნის ისტორიის ოქროს ხანას“, - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.
სახალხო დღესასწაული "თამარობა“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა.
თაგები:
წყალტუბო