წყალტუბოში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს

ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ქალის და მამაკაცის ცხედრები იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალნენ.
"ინფო იმერეთის" ცნობით, ქალბატონს, რომელიც წყალტუბოს სასწრაფო დახმარების ექიმი იყო, ვერ დაუკავშირდნენ, რის შემდეგაც მისი ძებნა დაიწყო. კარის შემტვრევის შემდეგ ბინაში გარდაცვლილ ცოლ-ქმარი აღმოაჩინეს.
შსს-მ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
თაგები:
ინტოქსიკაცია




