Logo

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა სამსახურების ხელმძღვანელებთან თათბირი გამართა

პოლიტიკა
929
Frontnews image description

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან თათბირი გამართა.

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თათბირზე მოისმინეს ინფორმაციები განხორციელებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების, სოციალური პროგრამების, ასევე ახალი ინიციატივების განხორციელების საკითხებზე.

 

“საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტები აქტიურად მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის სოფლებში, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ქალაქის დასუფთავების, პარკის კეთილმოწყობის, ქუჩების სახელდების საკითხებს, აუცილებელია ყველა მუნიციპალურმა სამსახურმა იმუშაოს გამართულად და ოპერატიულად შესრულოს მიცემული დავალებები“,- განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ. 

 

თათბირზე აღინიშნა, რომ 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, წყალტუბოში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები იგეგმება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები