წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება


ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი და პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
მიმდინარეობს ცენტრალურ სტადიონთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 52300 ლარით ფინანსდება.
"საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება არის ჩვენი პრიორიტეტი, სამუშაოები მიმდინარეობს როგორც ქალაქში, ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებშიც, გზების დაგების პროცესი პანდემიის პირობებშიც აქტიურად გრძელდება, პროექტები ფინანსდება რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან, პროცესს მუდმივად ვაკვირდებით, კეთდება ხარისხისა და ვადების მონიტორინგი", – აცხადებს გრიგოლ იოსელიანი
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს