Logo

წყალტუბოს რაიონული საავადმყოფოს კოვიდ-ცენტრის მედ-პერსონალს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს

საზოგადოება
1416
Frontnews image description

წყალტუბოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დღეს რაიონული საავადმყოფოს კოვიდ-ცენტრის მედ-პერსონალს ქალთა საერთაშორისო დღე  – 8 მარტი მიულოცეს. 

მედიკოს ქალბატონებთან შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერთან გრიგოლ იოსელიანთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან პაატა ახალაძესთან ერთად, მაჟორიტარი დეპუპატი –  პარლამენტარი გივი ჭიჭინაძე იმყოფებოდა. მათ ქალბატონებს ყვავილები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

"ჩვენ ქედს ვიხრით თქვენი გმირობის წინაშე და მადლობას გიხდით თითოეულ თქვენთაგანს ამ დიდი შრომისთვის. წყალტუბოს რაიონული საავადმყოფო კოვიდ-ცენტრად რამდენიმე თვეა, რაც გადაკეთდა და უკვე ასობით ინფიცირებული გამოაჯანმრთელეთ.  თქვენი პროფესიონალიზმის შესახებ იცის მთელმა საქართველომ.  თქვენ ძლიერი ქალბატონები ბრძანდებით. გისურვებთ, რომ სულ მალე დასრულდეს პანდემია და გქონდეთ საშუალება, რომ  თქვენს ოჯახებთან უფრო მეტი დრო გაატაროთ“,  – მიმართა მუნიციპალიტეტის მერმა  კოვიდ-ცენტრის მედ-პერსონალს. 

მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა  დღეს ასევე 8 მარტი აგრარული ბაზრის გამყიდველ ქალბატონებს ყვავილებით მიულოცა, ღვაწლმოსილი ქალბატონებიც მოინახულა და რამდენიმე სოციალურად დაუცველ ოჯახშიც იმყოფებოდა.

თაგები:

Advertisement