წყალტუბოში დიდების მემორიალი ყვავილებით შეამკეს და 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს


ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ პაატა ახალაძემ, მერის მოადგილეებმა: ზურაბ მაისურაძემ და ალექსანდრე დადუნაშვილმა დიდების მემორიალი ყვავილებით შეამკეს და 32 წლის წინ საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ პირებთან თან ერთად ეროვნული გმირების სულების მოსახსენებელ პანაშვიდს საჯარო სკოლების მოსწავლეები, პედაგოგები და რიგითი წყალტუბოელები ესწრებოდნენ.
"9 აპრილი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღია. დღე, რომელმაც გააერთიანა ქართველი ხალხი, რომელმაც მოგვიტანა დამოუკიდებლობა და თავისუფლება, ქედს ვიხრი ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნის წინაშე, სწორედ მათი დამსახურებაა ეროვნული ერთიანობის მიღწევა და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. მადლობა ყველას, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად მოიტანა დღემდე თავისუფლება",- განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს