წყალტუბოში მე-8 ეროვნული სამუსიკო და სახელოვნებო კონკურს-ფესტივალის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია და გალა კონცერტი გაიმართა


ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოში, თეიმურაზ კობახიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში, მე-8 ეროვნული სამუსიკო და სახელოვნებო კონკურს-ფესტივალის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია და გალა კონცერტი გაიმართა.
კონკურს-ფესტივალი თბილისის ხელოვნების აკადემიის რექტორისა და საქართველოს უნივერსიტეტის დირექტორის, ეროვნული და საერთაშორისო კონკურსების დამფუძნებლის, მუსიკის დოქტორის, პიანისტის ვალერიან შიუკაშვილის ხელმძღვანელობითა და ა(ა)იპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის” მხარდაჭერით ჩატარდა.
ეროვნულ კონკურს-ფესტივალში საქართველოს 22 მუნიციპალიტეტიდან 100-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.
ღონისძიებას პრეზიდენტის მეუღლე თამარ ბაგრატიონი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გია კვასტიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სერგო კირკიტაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ი.ს ბახის სახელობის ეროვნულ კონკურს-ფესტივალი წყალტუბოში მეორედ გაიმართა, გამარჯვებულები დიპლომებითა და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
თაგები:
წყალტუბო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს