Logo

წყალტუბოში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

საზოგადოება
1563
Frontnews image description

წყალტუბოში მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა. 

 

სისხლის დონაციის აქციაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ა(ა)იპ-ების წარმომადგენლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა მიიღეს მონაწილეობა. სისხლის უანგარო დონორი 53 წყალტუბოელი გახდა. 

 

გაღებული სისხლი შეინახება სისხლის ბანკში და საჭიროების შემთხვევაში ჰუმანიტარული დახმარების სახით გაიგზავნება უკრაინაში.

თაგები:

წყალტუბო
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები